среда, 21 января 2009 г.


მე ვარ გივი ცერაძე, წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ბობნევიდან ვარ. მაგრამ დავიბადე და ვიზრდები ქალაქ გორში. ეს სახელი ჩემმა მამიკომ ჩემი პაპის საპატივსაცემოდ დამარქვა. ის იყო ჩვენს ოჯახში პირველი ადამიანი , რომელიც გივის სახელის ატარებდა.
როგორც ჩემი მშობლებისგან ვიცი, არ აღინიშნება ამ სახელის დღეობა.
გივი სპარსული სახელია და მისი მნიშვნელობა გაურკვეველია. მისგანაა წარმოქმნილი გვარი - გივიშვილი. ხოლო მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი - გიუნაშვილი.

გივი ერქვა დიდებულ ქართველს ამილახვარს. 1747 წელს თეიმურაზ II და ერეკლე II ირანს განუდგნენ. ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარს ქართლ-კახეთის დასასჯელად განკუთვნილი 30000-იანი არმიის სარდლობა ჩააბარა. მაგრამ ის საქართველოზე არ წამოსულა. ნადირ-შაჰი კი მოკლეს... ამილახვარმა ირანში მცხოვრები ქართველები შემოიკრიბა. თან წამოიღო დიდძალი განძი. ბრძოლით გაარღვია სპარსული სახანოები და ნადავლითა და ქართული მხედრობით 1749 წელს სამშობლოში დაბრუნდა.
საგანძურის დიდი ნაწილი თეიმურაზსა და ერეკლეს მიართვა. თეიმურაზ II-მ გივი ამილახვარი თბილისის მოურავად დაადგინა.

ამილახვარმა სიცოცხლის ბოლომდე მრავალი ტაძარი და ეკლესია აღადგინა ქართლსა და იმერეთში. ასევე მუსლიმანთა ხელში მყოფ მესხეთში. ფულითა და ჯარით მუდმივად ეხმარებოდა თეიმურაზსა და ერეკლე II-ს.

გივი ამილახვრისთვის ირანის გვარდიის მთავარსარდლობაზე და ქართლის გამგებლობაზე მნიშვნელოვანი ქართველი ერის თავისუფლება იყო.

მან 1745 წელს მკვდრეთით აღადგინა საქართველოს სამეფო.
წმ. გიორგის სახელზე ქაშვეთის ეკლესია ააშენა.
იქ დაიწყო მსახურება და იქვე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მანძილზე მრავალი წყენა ახსოვდა როგორც ქართლის, ისე კახეთის ბაგრატიონებისგან, მისი დევიზი იყო: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი".

გივი ჭიჭინაძე
(1934-1999)

გივი ჭიჭინაძე დაიბადა 1934 წლის 12 აგვისტოს ქალაქ თბილისში. იგი ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა მწერლობის ისეთ ურთულეს და უფაქიზეს ჟანრს, როგორიცაა საყმაწვილო ლიტერატურა. გივი ჭიჭინაძე ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა1955 წელს შედგა, როცა გამოქვეყნდა მისი პირველი საბავშვო ლექსების კრებული. იგი უაღრესად ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართულ თეატრსა და კინემატოგრაფიაში.
გივი ჭიჭინაძე იყო კულტურის დარგის მრავალმხრივი მოღვაწე და ყოველთვის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრობით ცხოვრობდა. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად,საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად.
მისი ღვაწლი ღირსეულად დაფასდა. მას მინიჭებული ჰქონდა შიო-მღვიმელისა და საქართველოს კომკავშირის სახელობითი პრემიები, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
მისი ლექსები თარგმინია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებმა გულით შეიყვარეს მისი პოემებისა და ლექსების კრებული: ,,წია-წია პაწია“, ,,წყაროსთვალი“, ,,დათუნია-დრუნჩა“, ,,ია, მზე და იამზე“, ,, თაგვმა კატა დაიჭირა“, ,,ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს“, ,,ყველაზე, ლამაზი“, ,,რა ახარებთ პინგვინებს“, ,,ოქროყანა-მზისყანა“.
გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: ,,გამოღვიძება“ და ,, ნოემბრის ქარი“.
გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.